არავითარი რუსეთი და რუსეთის ნაკრები, კრასნოდარის მხარე საქართველოს - ჩინელების სურვილი და ვარაუდი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალეს და გამოსავალს ეძებენ - ჯერ დაიწერა თითქოს აზიის კონფედერაციაში აპირებენ გადაბარგებას, მაგრამ უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვადიმ აბრამოვმა განაცხადა, რომ კლიმატური პირობებისა და განსხვავებული სპეციფიკის გამო იქ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ვარიანტი ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვსაც არ ხიბლავს, რადგან ასეთ შემთხვევაში ევროპაში ვერ დაბრუნდებიან. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამერიკის თასზე მიიღონ მონაწილეობა.

თუმცა, ფეხბურთსა და სპორტს ვინ ჩივის, რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო შეიძლება საერთოდ დაშლის საფრთხე დაემუქროს. ამის შესაძლებლობა
სრულიადაც არაა გამორიცხული, ვინაიდან დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, რაც მის ეკონომიკას უზარმაზარ ზარალს აყენებს, ხოლო უკრაინას ფინანსურადაც ეხმარება და შეიარაღებითაც. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოუყოს უკრაინას 33-მილიარდიანი დახმარება. აშშ-ის კონგრესმა "ლენდ-ლიზი" მიიღო, რომელიც საშუალებას იძლევა უკრაინას შეიარაღება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე გადაეცეს. საერთოდაც, დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც ომის დაწყებისას ფრთხილობდნენ, ახლა უკრაინის დახმარებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ამ ომში ყველას თავისი ინტერესი აქვს და მათ შორის ჩინეთსაც. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ რუსეთის დაშლა ივარაუდა და მსოფლიოს მომავალი პოლიტიკური რუკაც გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია, სავარაუდოდ ვინ მიიერთებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს.

Sportall.Ge

მოკლედ, ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, პოლონელ-ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი, დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის თამამ და განუხორციელებელ გეგმაშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

ჩინელების პროგნოზის მიხედვით, როსტოვისა და ვორონეჟის ოლქები უკრაინას გადაეცემა, მოსკოვი ბელარუსს, სანქტ-პეტერბურგი და არხანგელსკი ფინეთს, ურალი და დასავლეთ ციმბირი ყაზახეთს, აღმოსავლეთ ციმბირი მონღოლეთს, ჩრდილოეთის რეგიონები ნორვეგიას, შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებს კი ჩინეთი და აშშ გაიყოფენ. ამას გარდა, რუსეთის ხარჯზე პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი და აზერბაიჯანიც გაფართოვდებიან.

და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა - ჩინური "გეგმის" მიხედვით კრასნოდარის მხარე საქართველოს შემადგენლობაში შევა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსეთის დაშლის შედეგად დამოუკიდებელი სახელმწიფო იჩკერია წარმოიქმნება. უფლებადამცველი პაველ ლისიანსკი ამტკიცებს, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ 2-3 წელიწადში რუსეთი არსებობას შეწყვეტს და მარტივ მამრავლებად დაიშლება.

ეს ყველაფერი ზოგიერთს შეიძლება წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ საუკუნეში რუსეთის იმპერიაც დაიშალა და საბჭოთა კავშირიც.

მკითხველის კომენტარები / 64 /
იქაც მაგარს ეწევიან....
გაგა
30 აპრილი 2022 13:46
6
კი როგორ არა სამი მილიონი ქართველით მთელ რუსეთს არ დავიპყრობთ, გაგვიშვით გაგვატარეთ :)
!
30 აპრილი 2022 09:41
6
პუტინმა რომელმაც დაღუპა რუსეთი რატომაც არ შეიძელება დაიშალოს, იაკუტია რუსები არ არიან საერთოდ სხვა რასაააა ნახევარი ციმბირი უკავიათ, სათათრეთი 30 მილიონიანი, ჩრდილო კავკასია. გასაკვირი არცააა და არც შერჩება პუტინს მისი სითავხედე ტერორისტობა. 200 ზემეტი ბავშვი მოკლა
აფხაზეთიდან
01 მაისი 2022 00:39
2
აბა ბავშვებო გავიღბიძოთ,გავიღვიძოთ,დამთავედა ტკბილი სიზმარი....
nino
30 აპრილი 2022 14:38
9
მახსოვს ოთხმოციანებში დედაჩემმა უთხრა მამაჩემს, რაღაც მგონია ამ სსრკს დიდი დღე არ უწერია და რამე თადარიგი ხო არ დავიჭირეთო, მამამ კიდე რეებს ბჟუტურებ ქალო ამხელა სახელმწიფოს რა დაანგრევს სიტყვას ჭკუა დაატანეო. სამ წელიწადში დაიშალა სსრკ. დარწმუნებული ვარ რუსეთის იმპერატორსაც ეგონა ამ ტილიანმა ბოლშევიკებმმა რა უნდა დამაკლონო. ასე რომ გამორიცხული არაფერია
გიგა
30 აპრილი 2022 13:26
5
კრასნოდარის მხარე თუ შევიერთოდ, პური აღარ გვექნება შემოსატანი.DDDDDD ისე ეს ყველაფერი სასაცილო და სამასხრო იქნებოდა საქართველოში ან სხვა ჩვენი კალიბრის ქვეყნებში, რომ გამოქვეყნებული, მარა როცა ჩინეთი აქვეყნებს, მე რუსების ადგილზე დავფიქრდებოდი მაინც.Dდდ
ეეე
30 აპრილი 2022 11:57
1
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამდენი მავნებელი იდიოტის გარემოცვაში.
გიორგი
01 მაისი 2022 20:46
8
აბაა ამათა ყოლიათ ჰაააა თუ რუსეთი დაიშალა და ჩაყლაპეს მერე უკრაინასაც ჩაყლაპავენ ხომ არ გგონია უკრაინას აჯეჯილებენ ეს ეხლა ჭირდებათ უკრაინა თორე მერე ისევე მოექცევიან როგორც რუსებს ვივარჯიშოთ ბირთვული რაკეტების ტარებაში და ერთი სამი ცალი გამოვიტანოთ და ჩვენც ბირთვული ქვეყანა გავხდებით
ლაო
30 აპრილი 2022 14:08
17
არ დაგვავიწყდეს,რომ რუსეთის დასუსტების და დაშლისთანავე თურქეთი წამოიფოფრება,მაგრამ მაშინ მაინც თუ დაგვიდგება ევროპა გვერდში? სავარაუდოდ რაოდენობრივად და ტერიტორიულად დიდი ქვეყნებისთვის ჭკუის სასწავლი უნდა იყოს რუსეთის საქციელი!
სფფ
30 აპრილი 2022 13:44
3
რატომ გვაცდენთ ბატონებო ამ სისულელეებით? საქმე არ გაქვთ?
ლევანი
30 აპრილი 2022 13:07
10
ვინ თქვა რომ გვაცდენენ. გვაქეზებენ და მორიგად გვასულელებენ.
d
30 აპრილი 2022 15:23
10

სიახლეები პოპულარული