რუსული ფეხბურთი მომავალ სეზონშიც სრულ იზოლაციაში იქნება

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებები და გუნდები უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მომავალ სეზონშიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას, - იტყობინება "ჩემპიონატი".

"ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული კლუბები ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებენ, ხოლო ყველა ნაკრები უეფას ტურნირებზე მონაწილეობის გარეშე დარჩება".

გამოცემა აღნიშნავს, რომ უეფა რუსეთის თავისი რიგებიდან გარიცხვას არ აპირებს.

ცხადია, რომ არა პოლიტიკური ზეწოლა, ეს ორგანიზაცია რუსეთს არ დასჯიდა. უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა Večer-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული სპორტი არ უნდა იტანჯებოდეს და არაა პასუხისმგებელი იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული