"ამ ფინთებმა დიადი რუსეთის მოკვეთა გაბედეს - საკუთარ მუნდიალს ჩავატარებთ" - ანზორმა მთლად გაუტია

AutoSharing Option
მოსკოვის „ტორპედოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი, რომელსაც სახელმწიფო დუმის დეპუტატობა მოსურვებია და ამ ბოლო დროს ნამეტნავად აქტიურობს, უეფას მიერ რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთამ აღაშფოთა.

"ჩემი სახელით გადაეცი უეფას, ყველა ამ ასო-წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს ჩვენ ევროტურნირებიდან და სხვა ჩემპიონატებიდან მოკვეთას, რომ ისინი ფინთები, ბილწები (паскудные мрази) და გამყიდველები არიან!
მათ დაავიწყდათ, რა არის სპორტი. სპორტი - ეს პატიოსანი შეჯიბრებაა. უეფაში ამის შესახებ არ იციან. მათ დიადი რუსეთი მოკვეთეს.

დაე, ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ხმა მისცა, შთამომავლებმა დაწყევლონ.
მათ გარეშე არ დავიკარგებით, ჩვენი ხელმძღვანელობა მოძებნის, რამეს მოიფიქრებს. მაგალითად, ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან ერთად ჩვენს ოლიმპიადას, ჩვენს მსოფლიო ჩემპიონატს, აზიის ჩემპიონთა ლიგას და კიდევ რამეს შექმნის.

ისინი ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ დიდი ევროთასების კლუბების გარეშე დავიკარგებით. ტაიმ-აუტს ავიღებთ, თუნდაც 5 წლით. იმას მივაღწევთ, რომ უეფაში დასაბრუნებლად მუდარას დაგვიწყებენ.

უეფას მომავალში რეორგანიზაცია ელის. თავისი არსით ეს პატიოსანი ორგანიზაცია უნდა იყოს და არა დასავლეთის ქვეყნების საძაგელი პოლიტიკოსების ქვეშევრდომი. თუმცა ასეთ სანქციებს მივეჩვიეთ და მხოლოდ ძლიერები ვიქნებით", - ციტირებს მგზნებარე სიტყვით გამოსულ კავაზაშვილს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 40 /

-,,ფინთიო,,- ო (?!) და როდის მოუგეთ ბოლოს ინგლისის,იტალიის,ესპანეთის, გერმანიის,ჰოლანდიის,ბელგიის ...ნაკრებებს (?!)- ვინ არიან ,,ფინთები,,- რა გაქვთ თავში ამ ღრუსებს და გაღრუსებულებს-ერთი ჩამახედა (?!), ადამიანთა ცხოვრების დონე და ხარისხია და-24 თებერვლამდე-81-ე ადგილზე იყავით,დასავლეთის სანქციების მერე -დღეს და მცირე დროში-სად იქნებით,რა დღეში-კაცმა ა რ იცის და ...ამ მთლად გამოჭკუასუსტებულებს-რა გონიათ თავი,ვინ არიან,სად არიან (?!)
-მოკლედ-ისედაც შ ა რ ი კ ო ვ- გამოჩერჩეტებული ურუსები- ამ პროპაგანდამ მთლად გამოათაყვანა- რეალობას მოწყდნენ.
კახაბერი
04 მაისი 2022 18:16
3
ანზორიკო ნუ ათამაშებ ერთ ადგილს ვიცი ნემსის გეშინია და აგცრიან
დავით
04 მაისი 2022 17:12
4
მივესალმები ამ იდეას.
რუსეთი, ჩრდილო კორეა და სეპარატისტული რეგიონები გადასახლდებიან მარსზე და იქ ჩაატარებენ მარსის მსოფლიო ჩემპიონატს
gio
04 მაისი 2022 16:05
2
ამაზეა ზუსტად ნათქვამი: "ბერდებოდე და ***ვდებოდე"-ო
სიმართლე
04 მაისი 2022 16:03
1
მაგარი იდეაა, სხვანაირად მსოფლიო ჩემპიონები ვერ გახდებოდნენ. ა ჯგუფი: აფხაზეთი, ლუგანსკი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და ბ ჯგუფი: დონეცკი, ჩრდილო კორეა, სირია, ბელორუსი. ფინალში ბელორუსს მოუგებენ და ეგაა! ვაი ამათ პატრონს!
ქომაგი
04 მაისი 2022 14:37
1
ჩრდ კორეა რატომ ეგენი არავის მოუკვეთია ფიფადან.დდდ
123
04 მაისი 2022 16:05
0
რაც მაგათ უეფას და ფიფას ფული აყარეს,ტურნირების დათრევისათვის და ახლა გაპატიოსნებას მოითხოვენ,მიცვალებულივით?!მაგარი გამხდარა ანზორჩიკა,რაც სიბერეში წავიდა.
სოსო
04 მაისი 2022 13:55
2
აბა, შენ ეგ თქვი :)) ახლა მოუნდათ უეფას პატიოსნება :)
Irakli
04 მაისი 2022 14:26
0
ყველა გვარგადაკეთებულის . . . . . . . . . . . . . . . . . ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ვინც არ უნდა იყოს !
დ.დ.
04 მაისი 2022 13:12
1
დ ა ვ ი !!!
Diax batono!!!
06 ივნისი 2022 18:13
0
ჩაატარეთ ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან და ნაურისთან ერთად-მეტს ვერც ეღირსებით.. კაი სანახაობა კი იქნება ისე :)).. სამარცხვინო ხარ
ბათუმი
04 მაისი 2022 12:56
1
ხოოო, ცხინვალი და სოხუმის იმედი გქონდეს, თქვენი მსოფლიო ჩემპიონატი ეგ იქნება
დათო
04 მაისი 2022 12:28
0
ანზორ კავაზაშვილის ამ განცხადებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა თვით ველიკაია რასიაში :)))

Российские болельщики высмеяли такой "ура-патриотизм" своего соотечественника.

"А когда вас позовут обратно, вы не соглашайтесь. Пусть весь мир встает на колено, и извиняется перед великой Россией. Пока год не простоят! А, то и два... Нечего на нашего вождя напраслину наводить. Он правильным путем двигает страну вперед! И все его решения стратегически верны!" – стебутся юзеры.
სოსო
04 მაისი 2022 12:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული