საფინალო სასტვენის შემდეგ მოურინიო ატირდა, პრესკონფერენციაზე კი ანჩელოტის მიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, იტალიელებმა "ლესტერი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხეს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

ემოციური გამოდგა შეხვედრის დასასრული, როდესაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და სასტვენის გაგონების შემდეგ ცრემლები წამოუვიდა.

"ძალიან დავიღალე, სახლში წასვლა მინდა. ეს ჩვენი ოჯახის გამარჯვებაა. არა მხოლოდ სპორტსმენების, რომლებიც მოედანზე ან სათადარიგო სკამზე იყვნენ, არამედ მთლიანად სტადიონის. გრძნობა, როგორც ერთი საერთო ოჯახი, ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევაა.

შესანიშნავად ვითამაშეთ. შეიძლება ვიღაც არ დამეთანხმოს, მაგრამ
როდესაც შენს მეკარეს მსგავსი კალიბრის გუნდთან 120 წუთში 2 სეივი აქვს, მაშასადამე, წარმატებით ვითამაშეთ.

ბიჭებმა ეს დაიმსახურეს. ფინალის გზა ფანტასტიკური გამოვიდა. მოგვიწია სერია A-ში ქულების დაკარგვა, თუმცა დღეს ფინალში ვართ და ჩვენ გამარჯვება გვინდა.

აბრაჰამმა იცის, რომ მის ქებაზე უარს ვამბობ, რადგან უკეთ თამაში შეუძლია. დიდებული ფეხბურთელია და უფრო მეტიც შეუძლია.

თუ შესაძლებელია, მინდა ჩემს მეგობარს, კარლო ანჩელოტის, ერთი წინადადება ვუთხრა:

"მოდი, ერთად მოვიგოთ ფინალები" - განაცხადა ჟოზემ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "რომა" ფინალში "ფეიენოორდს" შეხვდება. მატჩი 25 მაისს გაიმართება.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
Gisurvebt warmatebebs(milanis gulshematkivari)
L.J .
16:18 06-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული