"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ საკუთარი აზრი დააფიქსირა, თუ სად ითამაშა უკეთ კრიშტიანო რონალდომ, "მანჩესტერ იუნაიტედში" თუ მადრიდის "რეალში".
"ვფიქრობ, "მანჩესტერში" უფრო გარემარბივით თამაშობდა. სურდა, სანახაობა შემოეთავაზებინა. "ბლანკოსში" კი ცენტრიდან უტევდა, იტანდა უამრავ გოლს და ტიტულების მოგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. რთულია აირჩიო, რომელია უკეთესი, თუმცა მაინც "რეალს" ვფიქრობ", - განუცხადა ესპანელმა მცველმა გარი ნევილს.
შეგახსენებთ, პიკე "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2004-08 წლებში იცავდა, პორტუგალიელი კი "იუნაიტედში" 2003-09 წლებში გამოდიოდა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით
,რომ ჩართავდა ზესისწრაფეს და ფინთებს მაგის გაჩერება რთული იყო.ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო,არც ართმევაზე და ხისტი თამაში ეშლებოდა,დაცვაშიც ხშირად თამაშობდა.მარცხენა ფეხით შორიდანაც უამრავჯერ გაუტანია ძლიერი მარცხენაც ჰქონდა და პასის კულტურა ხომ საერთოდ.მოკლედ მანჩესტერის რონალდო იყო თანამედროვე ფეხბურთისთვის იდეალური ფეხბურთელი!