"რუსეთს უბედურება ეწვია - 30 წელი ვერსად ვითამაშებთ" - კანჩელსკისი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა უეფას ტურნირებიდან მოკვეთის შემდეგ, Sport24-თან ინტერვიუში  რუსეთის ნაკრების პერსპექტივა შეაფასა.

- ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვალერი კარპინმა სეზონის დასრულებისთანავე დაადასტურა, რომ შეკრებას არ ჩაატარებენ და ამხანაგურ მატჩებს არ გამართავენ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა?
- რა თქმა უნდა. რა აზრი აქვს? ტყუილად ბიჭები რატომ უნდა შეკრიბონ. როდესაც გვეტყვიან, რომ საერთაშორისო ტურნირებზე თამაში შეგვეძლება, მაშინ შეიძლება ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების შეკრება. 30 წლით დაივიწყეთ, რომ რუსეთი სადმე ითამაშებს. ჩვენ უბედურება გვეწვია. აი, ასე მოხდა.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ნაკრების შეკრება
ყოველთვის აუცილებელია, რათა ბიჭები კოლექტივსა და ტონუსში იყვნენ. თქვენ ასე თვლით?
- ყველაფერი მაშინ იქნება, როდესაც არ შეგვეხებიან და ჩვენ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას შევძლებთ. ახლა კი უბრალოდ მოგვკლეს და გაგვანადგურეს. ჩვენ უფსკრულში აღმოვჩნდით! ჩვენთან სრული უფსკრულია! იცით ასეთი სიტყვა?!".

კანჩელსკისის ინტერვიუ sports.ru-მ გამოაქვეყნა და რაც ყველაზე მეტად გასაკვირია, კომენტარებში გულშემატკივრების უმეტესობამ ყველაფერში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსეთი თვითონ არის სხვა ერებისათვის უბედურება და შესაბამისად ისჯება.
status quo
14 მაისი 2022 20:48
0
და რა არის აქ გასაკვირი ? აბა ვინ უნდა დაადანაშაულონ ? უკრაინის ხელისუფლება ?
zura222
14 მაისი 2022 22:54
1
არაფერი არაა გასაკვირი.მითუმეტეს კანჩელსკისი ალბათ ყველაზე დიდი კრიტიკოსია რუსული სპორტის.
აბგდ
14 მაისი 2022 19:20
0
უბედურება თქვენი სახით ეწვია კა,ობრიობას და არა თქვენ გეწვიათ უბედურება.

ისე ძიუბამ დროზე აუღო ალღო მომავალს.
ლუკა
14 მაისი 2022 19:08
4
რუსებს კი მაგრამ კანჩელსკისი სხვა კაცია ეგეთ მიმართვას არ იმსახურებს, ყოველთვის ასხამს პუტინს და ყველანაირ რუსულ მარაზმს, ქართველების მიმართ საუკეთესო დამოკიდებულება აქვს
1
14 მაისი 2022 20:47
1
უბრალოდ კანჩელსკისი წარმოშობით არ არის რუსი და არც რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ….მისი შეცდომა იყო ის რომ თავის დროზე არა უკრაინის ან ლიეტუვას ნაკრები აირჩია არამედ რუსეთის !!! უბრალოდ მაშინ ბევრმა ვერ მიხვდა ვერ გაიაზრა რომ სსრკ დამთავრდა სამუდამოდ !!!! სამწუხაროდ ამას საქართველოშიც ვერ ხვდება ბევრი დღესაც …!!! მაგრამ არა უშავს მალე რუსეთიც რომ დამთავრდება აი მერე მოუწევთ ამ ფაქტთან შერიგება !!!!
მდაა
15 მაისი 2022 13:16
4
ელოდეთ, ვიდრე რუსეთი არ დამთავრდება.
ჭიტაა!!! უკრაინიდან.
18 ივლისი 2022 23:12
0
არა, პატარა შეცდომა მოუვიდათ, ალბათ ყაზახეთის. მიხედეთ თქვენს თავებს. კომუნისტების დროს. სსრკ გრემიტობდა სპორტში. გადახედეთ მსოფლიოს სპორტულ ისტორიას.
გიორგი
18 ივლისი 2022 23:10
0

სიახლეები პოპულარული