"რომამ" კონფერენს ლიგა მოიგო, მოურინიომ - 26-ე ტიტული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული „რომა“ გახდა, რომელმაც ფინალში „ფეიენოორდი“ 1:0 დაამარცხა. გოლი პირველ ტაიმში ჯანლუკა მანჩინის პასით ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა.

რომაულმა გუნდმა 1961 წლის შემდეგ პირველად მოიგო ევროტურნირი - ბოლოს ტიტულს 2008 წელს დაეუფლა, როდესაც იტალიის თასი მოიგო.

იტალიურმა კლუბმა ევროტურნირი 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო - მაშინ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა. ის ჯოვანი ტრაპატონის შემდეგ პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროტურნირი ხუთჯერ მოიგო.

მოურინიო პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენც ლიგა მოიგო. ეს 2017
წლიდან მოყოლებული მისი 26-ე ტიტულია.

ნამატჩევს ინტერვიუს მიცემისას პორტუგალიელმა იტირა.

ტირანა. „ეარ ალბანია სტადიუმი“
რომა - ფეიენოორდი 1:0
გოლი: ძანიოლო (32)

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ შეიძლება გამარკვიეთ ერთ საკითხში.რომამ მოიგო კონფერენცია.რომელ ტურნირზე აქვს გარანტირებული თამაში.მაგალითად ევროპა ლიგის გამარჯვებული ავტომატურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.წინასწარ მადლობა
ჯელა
18:23 26-05-2022
0
ევროპა ლიგას და კონფერენს ლიგას ერთნაირი ჰიმნი რატომ აქვთ? იდეაში ორი სხვადასხვა ტურნირია. ალბათ შემდეგი სეზონიდან უფრო დახვეწავენ ამ ტურნირს და საკუთარი ჰიმნიც ექნება.ჯერ მაინც პირველი სეზონი იყო ამ ევროტურნირის.
მეზღვაური
15:42 26-05-2022
0

myquiz
სიახლეები პოპულარული