ფინალისიმა 2022. არგენტინამ იტალია გაანადგურა - წინ კატარია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონში ფინალისიმა 2022-ის მატჩში ერთმანეთს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები - იტალია და არგენტინა დაუპირისპირდნენ. ფინალთა ფინალში არგენტინამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:0.

გოლები მარტინესმა, დი მარიამ და დიბალამ გაიტანეს. ორი საგოლე გადაცემა მესიმ გააკეთა, ერთი კი - მარტინესმა.

არგენტინა ზედიზედ 32 მატჩში დაუმარცხებელია (22 მოგება და 10 ფრე) და თავისი რეკორდი გააუმჯობესა. ამ 32 შეხვედრიდან სკალონის გუნდმა 14-ში კარი მშრალად შეინახა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მესიმ კარიერაში მე-40 ტიტული მოიპოვა - ეროვნულ გუნდში მე-2 - წინ კატარის მსოფლიოს
ჩემპიონატია.

ლონდონი. „უემბლი“
იტალია - არგენტინა 0:3
გოლები: 0:1 მარტინესი (28), 0:2 დი მარია (45+1), 0:3 დიბალა (90+4)

მკითხველის კომენტარები / 26 /
მესის ფანები სექტანტებივით ხართ რომ დააკვირდეთ თქვენ თავს, რეალობის აღქმა გაქვთ დაკარგული. 1978 წლიდან ვარ არგენტინის გულშემატკივარი და რეალურად ეხლანდელ ნაკრებს არანაირი შანსი არ აქვს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების, თუ არადა აგერ ნახავთ ექვს თვეში რაც მოხდება
მამუკა
02 ივნისი 2022 17:04
17
ამდენი ბოღმისგან, არ გასკდე ბიჭოოო!
მამუკას.
02 ივნისი 2022 19:37
1
იტალიის ნაკრები,ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე იყო ხოლმე ორიენტირებული.იქ გამოსასვლელად ემზადებოდა ნაკრები, 4 წლის განმავლობაში.ახლა ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ პიკზე და დაღმასვლა ბუნებრივია.ამ დაღმა სვლაში ჩემი აზრით გადამწყვეტი წვლილი,ნაკრებიდან ცენტრალური მცველების წასვლამ გამოიწვია.ისეთი ტიპის მცველები,როგორებიც ბონუჩი და კიელინი იყვნენ,დღეს აღარ ჩანან იტალიურ ფეხბურთში.აუცილებელი იქნება დაცვის სისტემის შეცვლა,ამას კი დანაკარგების გარეშე ვერ მიაღწევენ.რაც მალე გამონახავენ სასურველ კადრებს და დაცვის სისტემას,მით მალე დაიბრუნებენ ადგილს, უძლიერესებში.
სულ მესიზე ვლაპარაკობთ,მაგრამ მის ჩრდილში თითქოს არ ჩანდა ანხელ დი მარია.არადა ამ თამაშშიც შესანიშნავი გოლი შეაგდო.მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელია.
სოსო
02 ივნისი 2022 15:42
1
დაუჯერე ბენზემას, კარგად თქვა თქვენზე - მესის ვინც აკრიტიკებს ფეხბურთის არაფერი გაეგებაო. არაუშავს ეს გამოსწორებადია, ფეხბურთ უფრო ხშირად უყურე და ნელნელა გაიგებ და შეისწავლი...
ფეხბურთის ფანი
02 ივნისი 2022 17:04
1
რა სასაცილოები ხართ მესისტები.ამხანაგურ თამაშებში და სუსტ გუნდებთან თუ ითამაშებს თორემ პრინციპულ თამაშებში უკვე 5 წელია სუფთა "ლობიოა".მსოფლიოზე მერვედფინალს ვერ გაცდებიან.
haha
02 ივნისი 2022 15:02
16
ფეხბურთი თუ გიყვარს,როგორ შეიძლება მესის თამაში არ მოგწონდეს,ჩემი აზრით მესისტია ყველა ვისაც ფეხბურთი უყვარს,უბრალოდ ზოგიერთი საკუთარ სიამაყეს ვერ სძლევს და ამას არ აღიარებს
საქართველო
02 ივნისი 2022 17:49
1
ეგ ის იტალია ხომ არაა, ჩრდ.მაკედონიამ რომ გამოაგდო ახლახანს????
ზიზუ-ს
02 ივნისი 2022 16:28
5
ყველა გამოხმაურება
მანჩინი სასწრაფოდ გასაშვებია ნაკრებიდან, თორემ "სკუადრა აძურას" რეგრესი მერე ნახე.
ირაკლი
02 ივნისი 2022 13:25
0
მაგარი გუნდი შეიკრა არგენტინის სახით! ნუ კაპიტანზე აღარაფერს ვიძახი!!!!!!!! რაღაც გული მიგრძნობას,რომ მს. ჩემპიონობას უახლოვდება, არგენტინის ნაკრები!!!!!!!
ლევანი
02 ივნისი 2022 11:58
2
მესი მაგარია მაგრამ მე მაინც იტალიას ვნალეშიკობდი. ევროპაა და იმიტომ.
მორიელი
02 ივნისი 2022 11:11
2
მესიზე ვინც აქ ბოღმას ანთხევთ- ძალიან სასაცილოები ხართ. ბენზემამ გითხრათ ყველაზე კარგად- ფეხბურთის საერთოდ არაფერი გაგეგებათო.თამაშს რაც შეეხება, იტალია გუშინ ძალიან სუსტი იყო, შეიძლება ეს იმ შოკის ბრალია რელიც გუნდმა მაკედონიასთან მარცხით მიიღო. შეიძლება მანჩინის დრო დამთავრდა ნაკრებში. ყოველ შემთხვებაში იტალიის ფეხბურთში ძირეული ცვლილებებია ალბათ გასატარებელი.
არტ
02 ივნისი 2022 10:40
1
მესის დღევანდელი თამაში > ბენზემას სეზონი. აბა მე-8 ოქროს ბურთის იმედი არის. თუ ვერ მიიღებ მაინც საუკეთესოა მსოფლიოში და ვფიქრობ სულ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას.

პლიუს მადლობა ფინალისიმას ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მესისთვის მორიგ ტიტულისთვის ხელი შეგწწყოთ და ასეთი ლამაზი თამაში კი გვაჩუქეთ


ბოღმიანებო აბა გაიარეთ თუ არ გსიამოვნებს.

მესი ნამბერ ვან
02 ივნისი 2022 10:25
3
ისე, ნიჭი უნდა ამასაც. ასეთი სუბიექტური თვითონ მესის ოჯახის წევრებიც არ იქნებიან :) :) :)
ჰა ჰა ჰა
02 ივნისი 2022 16:34
0
ოლიმპიადაც მოიგო მესიმ, კლასებს შორის ჩემპიონატიც და უბნელებს შორის ტურნირიც.მართლა სექტა ხართ რა.
zaza
02 ივნისი 2022 10:10
16
და, შენ რატომ ნერვიულობ? გაუფრთხილდი ნერვებს, ემანდ გულის შეტევა არ დაგემართოს ბიჭოოო?
ზაზავიჩსს
02 ივნისი 2022 10:37
3
ესენი ყატარის მუნდიალსაც მოიგებენ და აბ ბიწს ყველა ტიტული ექნება და გაიხარებენ მისი ფანები
koba
02 ივნისი 2022 10:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული