"როდესაც ბოლოს ერთმანეთს შევხვდით, ვერ ვიფიქრებდი, რომ..." - პელე პუტინს მიმართავს

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფე პელე ვლადიმერ პუტინს მიმართავს. ის რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

"მინდა გამოვიყენო დღევანდელი თამაში (უკრაინასა და შოტლანდიას შორის), რათა მოგიწოდოთ, რომ შეაჩეროთ ომი. არ არსებობს რაიმე არგუმენტი, რომელიც ძალადობას გაამართლებს.

ეს კონფლიქტი ბოროტია, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს, გარდა ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვისა.

როდესაც ბოლოს ერთმანეთს შევხვდით, გავუღიმეთ და ხელი ჩამოვართვით, ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ერთმანეთისგან ასე შორს და გარიყულები ვიქნებოდით. ამ ომის შეჩერების გასაღები თქვენს ხელთაა", - წერს პელე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
Ბანდიტი, ნარკუშა და კორუფციონერი
Მარგალი
20:41 02-06-2022
25

სიახლეები პოპულარული