"მინდა გამოვიყენო დღევანდელი თამაში (უკრაინასა და შოტლანდიას შორის), რათა მოგიწოდოთ, რომ შეაჩეროთ ომი. არ არსებობს რაიმე არგუმენტი, რომელიც ძალადობას გაამართლებს.
ეს კონფლიქტი ბოროტია, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს, გარდა ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვისა.
როდესაც ბოლოს ერთმანეთს შევხვდით, გავუღიმეთ და ხელი ჩამოვართვით, ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ერთმანეთისგან ასე შორს და გარიყულები ვიქნებოდით. ამ ომის შეჩერების გასაღები თქვენს ხელთაა", - წერს პელე.