საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

5 ივნისს, ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე MFC EURO2022 კოშიცე (სლოვაკეთი) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მონტენეგროს ნაკრებთან.

მონტენეგრო ჯგუფის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი FC PSP-ს და ამჟამად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი აფციაურმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვი FC PSP-ს მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძე ასევე არის ეროვნული ლიგის გამორჩეული და PSP-ს გუნდის მწვრთელი.

6 ივნისს საქართველოს ეროვნული
ნაკრები მეორე მატჩს ბულგარეთის ეროვნული ნაკრებთან მართავს.

R


მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ ბიჭებო !!!
დინამოელი
13:38 06-06-2022
0
მაინცდამაინც, უნდა გავაუქმებინოთ ბულგარეთში ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა? :)
მიშა
17:44 07-06-2022
0

სიახლეები პოპულარული