"რუსები განსაკუთრებულნი არ ვართ, პუტინმა ყველაფერი და მომავალი წაგვართვა" - კარპოვა რუსულ აგრესიასა და ომზე საუბრობს

AutoSharing Option
რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებისა და "ესპანიოლის" ფორვარდმა ნადეჟდა კარპოვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე, აგრესიაზე, ომზე და პროპაგანდაზე ისაუბრა. 

"რუსული პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს რუსები, რომ ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ და მთელი მსოფლიო ჩვენსა და ჩვენი "უნიკალური მისიის" წინააღმდეგაა. რა მისიაზეა საუბარი?

არ მგონია, რუსები განსაკუთრებულნი იყვნენ. ამასთან, მე არ მრცხვენია, რომ რუსი ვარ, რადგან რუსეთი მხოლოდ მთავრობა და ვლადიმერ პუტინი არ არის.

მან ყველაფერი წაგვართვა, ჩვენი მომავალი წაგვართვა. ეს გაკეთდა ჩვენი ფარული თანხმობით. მთავრობას დიდი წინააღმდეგობა არ ჰქონია. ადამიანების უმეტესობა უბრალოდ თვალს
ხუჭავდა უსამართლობაზე, ფიქრობდა, რომ ეს მათი საქმე არ იყო.

ეს ადამიანები, რომლებიც ამართლებენ ომს, პროპაგანდის ტყვეები არიან. ვწუხვარ მათზე. მე მჯერა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი ამისგან გავათავისუფლოთ.

როდესაც პირველად შევხვდი უკრაინელ თამილა ხიმიჩს, მან შეშინებულმა შემომხედა. თითქოს არ იცოდა, ვიყავი თუ არა "ომის მომხრე" და ვთვლი თუ არა უკრაინელებს მტრად. ტირილი მინდოდა.

მის ოჯახსა და მეგობრებზე ვფიქრობდი. ეს ისეთი საშინელი გრძნობა იყო, იმის გაცნობიერება, რომ მას შეეძლო საყვარელი ადამიანების დაკარგვა. მე ჯერ კიდევ არ შემიძლია ხანდახან დავიჯერო, რომ ეს რეალურად ხდება", - ამბობს კარპოვა.

მომზადებულია sport.segodnya.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეხლა ამ საწყალსაც დაიჭერენ ((((
zura222
08 ივნისი 2022 04:44
3
სასიამოვნოა ადეკვატური რუსების მოსმენა, ჯოჯოხეთშიც არის სინათლის სხივი!
***
07 ივნისი 2022 20:38
3
რა მინდა ვთქვა: ვერ მიხვდნენ, რომელ სპორტის სახეობაზეა ლაპარაკი. დასაწყისშივე უწერიათ და რა დიდი მიხვედრა უნდა?
სანდრო
07 ივნისი 2022 18:38
0
რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებისა და "ესპანიოლის" ფორვარდმა - როგორ ვერ უნდა გაიგო აქედან, რომელი სპორტის წარმომადგენელია?
სანდრო
07 ივნისი 2022 17:28
0
სანდრო, უფრო გასაგებად არ შეიძლება თქვა რისი თქმაც გინდა?
გაბო
07 ივნისი 2022 18:12
10
მალადეც კარპოვა!!!
რუსულ კარაბლს რა?
07 ივნისი 2022 17:10
0
ეს გვერდიც პოლიტიკურ გაზეთად გადაიქცა, სემოვდივარ და ხან თინა კანდელაკის განცხადებები მხვდება და ხან ვირაც რუსი გოგოსი (რომლის წარმომავლობაც არ ვიცი), ტრომელიც ომზე და პილიტიკაზე ლაპარაკობს. გადაიტანეტ ეს სტატია რომელიმე საინფორმაციო გვერდზე და დაანებეთ ამ სპორტის ამბებს თავი, რა სეჭამეთ ტვინი ამ პოლიტიკით.
...
07 ივნისი 2022 15:03
57
რამე ხო არ გეწყინა?
დავით 2101
08 ივნისი 2022 09:23
0
უკრაინაში ხალხს ხოცავენ რუსები და ვისაც ეგ ფეხებზე გკიდიათ ზედ ხართ მისაყოლებელი სუყველა
X
07 ივნისი 2022 18:37
4
ბრაზილიელს უფრო ჰგავს :)
Irakli
07 ივნისი 2022 14:53
20
სტატია წერია და ვერ გაიგებ რომელი სპორტის წარმომადგენელია
!
07 ივნისი 2022 14:41
50

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული