ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები ავტოავარიაში მოჰყვა. ბულგარული მედიის ცნობით, მათი ეროვნული გუნდი აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად ორი ავტობუსით მიდიოდა, ერთ-ერთის მძღოლმა გვირაბში მკვეთრად დაამუხრუჭა და შეჯახება მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი დაშავდა. მას მინის ნამსხვრევები სახესა და ხელზე მოხვდა და დაუსისხლიანდა. ის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად და გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს და მასთან ერთად გუნდის ექიმი იმყოფება.

ნედელევის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო გუნდის სხვა წევრები და პერსონალი არ დაზიანებულა.

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილ კასაბოვმა ინციდენტის შესახებ საქართველოში ბულგარეთის საელჩო ჩააყენა საქმის კურსში, პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო.

"ბულგარეთის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩასვლის შემდეგ მძიმე ავარიაში მოხვდა. გზად სასტუმროსაკენ ორი ავტობუსიდან პირველის მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა, რამაც სერიოზული ავარია გამოიწვია. შეჯახების შემდეგ ტოდორ ნედელევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საფუძვლიანი გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა დანარჩენი წევრი და პერსონალი კარგადაა", - ნათქვამია ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ამათ კიდევ ეს უნდოდათ?
სიმართლის მოყვარული
04:30 11-06-2022
1
სირცხვილია სტუმრები აეროპორტიდან სასტუმრომდე ვერ მიიყვანო ხიფათის გარეშე. სტუმრებთან მაინც გამოცდილი მძღოლები უნდა მუშაობდნენ და ეს უნდა კონტროლდებოდეს. ვიღაც რეოსავიკი არ უნდა მართავდეს ასეთ სტუმრების ავტობუსს.
G.LA
10:00 11-06-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული