ორი ფრე ერთა ლიგაზე - იტალია ისევ ლიდერია, ინგლისი კი აუტსაიდერი

AutoSharing Option
ერთა ლიგის A ლიგის მე-3 ჯგუფში მესამე ტური გაიმართა.

ინგლისი საკუთარ მოედანზე იტალიას დაუზავდა - მატჩი დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა და ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ“
ინგლისი - იტალია 0:0

ასევე ფრე დაფიქსირდა მეორე შეხვედრაში, სადაც უნგრეთმა და გერმანიამ საწყის 9 წუთში გოლები „გაცვალეს“, შემდეგ კი არ გაუტანიათ.

ბუდაპეშტი. “პუშკაშ არენა“
უნგრეთი - გერმანია 1:1
გოლები: 1:0 ნადი (6), 1:1 ჰოფმანი (9)

5 ქულით ლიდერი იტალიაა, მეორე ადგილზე 4 ქულით უნგრეთია, 3 ქულით მესამეზე გერმანია, ხოლო 2 ქულით მეოთხეზე ინგლისი.
14 ივნისს ინგლისი უნგრეთს, გერმანია კი იტალიას უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული