კიდევ ერთი ვიეირა "არსენალში" - ლონდონელებმა 40-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელეს

AutoSharing Option
პორტუგალიურმა "პორტომ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ 22 წლის ნახევარმცველი ფაბიო ვიეირა "არსენალში" გაყიდა.

ტრანსფერის ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 5 მილიონი კიდევ ბონუსებით დაემატება.

პორტუგალიელი ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ჩაფრინდება ლონდონში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

გასულ სეზონში ვიეირამ 27 საჩემპიონატო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული