ხვიჩასთან, "ნაპოლიში" - რონალდო და კვარაცხელია ერთად შეუტევენ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გააფორმა და შეიძლება ნეაპოლურ კლუბში თვით რონალდო გადავიდეს.

The Athletic-ი იტყობინება, რომ 37 წლის რონალდოს "მანჩესტერის" დატოვება უნდა, ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კარგ შეთავაზებას მიიღებს.

პსჟ-სგან განსხვავებით რონალდოს სამსახურით "ჩელსი" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებული.

პორტუგალიელს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და რადგან მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, იტალიაში დაბრუნება მოისურვა. გამოცემის მტკიცებით, კრიშტიანოს გადაბირებას "ნაპოლი" აპირებს.

"მანჩესტერმა" შესაძლო ტრანსფერის
თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
კარგია,ძალიან კარგი✊
გომორძგუა მარგალეფც
16:16 03-07-2022
2
ეს კარგია თუ ცუდი ვერ გავიგე ისე რომ ვთქვათ კარგი იქნება ,რომ დაინახავს რონალდუ რა შეუძლია ჩვენ ძმას ასწავლის ბევრ რამეს ესე მგონია ხალხო და არ ვიცი წარმატება ხვიჩიას ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო
აკაკი
10:46 03-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული