ხვიჩასთან, "ნაპოლიში" - რონალდო და კვარაცხელია ერთად შეუტევენ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გააფორმა და შეიძლება ნეაპოლურ კლუბში თვით რონალდო გადავიდეს.

The Athletic-ი იტყობინება, რომ 37 წლის რონალდოს "მანჩესტერის" დატოვება უნდა, ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კარგ შეთავაზებას მიიღებს.

პსჟ-სგან განსხვავებით რონალდოს სამსახურით "ჩელსი" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებული.

პორტუგალიელს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და რადგან მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, იტალიაში დაბრუნება მოისურვა. გამოცემის მტკიცებით, კრიშტიანოს გადაბირებას "ნაპოლი" აპირებს.

"მანჩესტერმა" შესაძლო ტრანსფერის
თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან მაგარი იქნება თუ ხვიჩას კრისტიანო ეყოლება გვერდში. ეს ხვიჩას ძალიან წაადგება ყველანაირად ზრდაში და მართლაც ევროპულ ვარსკვლავად ჩამოყალიბებეში. ხვიჩას ოცნება როგორც მახსოვს კრისტიანოს ყოფილი გუნდი და მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალი რეალია. ნეტავ მართლა ნაპლოიში გადავიდეს.
G.LA
02 ივლისი 2022 22:22
7
კაროჩე რა ხომ არ გაახარეს ხვიჩა. ბარემ მესიც იყიდეთ.დდდდდ
რრრ
02 ივლისი 2022 22:21
2
როლადოზეა ლაპარაკი, ილაპრაკეთ როლანდოზე, მესის კი შეეშვით!!!!!!!!!!
რრრ-ს დდდდ
02 ივლისი 2022 23:07
4
თუ ეგრე მოხდა გადააჯვას და ცენტრ ფორვარდად ითამაშოს. ხვიჩა ძირითადში მინდა
რაბუ
02 ივლისი 2022 22:17
1
ზუსტად მასე თქვა სპალეტიმაც
შაკო
03 ივლისი 2022 01:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული