მესიმ და ბუსკეტსმა შესაძლოა, კვლავ ერთად ითამაშონ, თუმცა ეს არც "ბარსელონაში" მოხდება და არც პსჟ-ში

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში შესაძლოა, ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი კვლავ თანაგუნდელები გახდნენ.

ორივე ფეხბურთელი 1 წელში თავისუფალი აგენტი გახდება, მათი დამატების სურვილს კი დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამი" გამოთქვამს.

MLS-ის ბინადარი კლუბები ბუსკეტსს ახალ ნავსაყუდელს წელსაც სთავაზობდნენ, თუმცა მას კონტრაქტის ბოლომდე "ბარსელონაში" დარჩენა სურს.

რაც შეეხება მესის, გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ის ახალ პროექტში ლიონელი არ მოიაზრება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სიახლე არაა, ორი წლის წინ ისმოდა ეს საკითხი, და არა მარტო ბუსკეტსი და მესი იქ ნეიმარიც მიდის.
ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი
22:48 07-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული