ვიდალმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სამხრეთ ამერიკაში გააგრძელებს

AutoSharing Option
35 წლის ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი შუახაზელი კარიერას ბრაზილიურ "ფლამენგოში" გააგრძელებს და ამ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გასულ სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირზე "ინტერის" ფორმა 41 მატჩში მოირგო, სადაც 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული