"საბურთალოსთან" მატჩის წინ "სტიაუას" ახალმა მწვრთნელმა გარანტია მოითხოვა

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, "საბურთალოსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ "სტიაუას" მწვრთნელი ანტონ პეტრეა გადადგა. დღეს მის ნაცვლად ნიკოლაე დიკა დანიშნეს, რომელიც ამ გუნდს 2017-18 წლებში ედგა სათავეში.

დაბრუნების წინ დიკამ კლუბის პრეზიდენტ ჯიჯი ბეკალის გარანტია მოსთხოვა, რომ მინიმუმ ახალ წლამდე მის საქმიანობაში არ ჩაერევა და კარისკენ არ მიუთითებს. რუმინული მედიის ცნობით, ბეკალიმ პირობა მისცა, თუმცა გაიხსენეს, რომ ასეთივე გარანტია ედი იორდანესკუს სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ პეტრეასაც მისცეს, მაგრამ ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

"სტიაუას" გენერალურმა დირექტორმა მიხაი სტოიკამ დიკა
შეაქო. მან აღნიშნა, რომ 2018 წლის შემდეგ ნიკოლაე, როგორც სპეციალისტი, გაიზარდა, უფრო თვითდაჯერებული გახდა, ცოტას ლაპარაკობს, კონკრეტული ამოცანები გააჩნია, სათამაშო სისტემას შეცვლის და მისი ეიმედება.

სტოიკას თქმით, მწვრთნელის ცვლილება რთულ მომენტში მოხდა, არ იცის, ეს როგორ იმოქმედებს გუნდზე "საბურთალოსთან" დაპირისპირების წინ, მაგრამ პეტრეას წასვლა კარგია, რამეთუ ახალ მწვრთნელს გუნდში ყოველთვის ახალი იდეები მოაქვს.

"სტიაუასა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ბუქარესტში 28 ივლისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აჰაა სომხური პიუნიკი კონფერენსის ჯგუფშია მინიმუმ და ლიგაზე მესამე ეტაპზე. მომავალში რას იზამს ვნახოთ. ჩვენ დავაღოთ პირი და ვიღლაბუცოთ. გამოვარდეთ პაიდეებთან, კლაკსვიკებთან, კუთხურიდან გავუშვათ გოლები და მსაჯებს დავაბრალოთ სულ ჩვენი უნიათობა. დაცინვაში ხო პირველები ვართ. რა ჭირს ჩვენი დასაცინი სომხურ საკლუბო ფეხბურთს?! აზერბაიჯანმა ხო ვაბშე ჩაგვიქროლა წლებია. გაუმარჯოოოს კავკასიის პირველ გუნდს ბათუმის დინამოსო. კაი რაა კაი. იყიდოს თბილისის დინამო ვინმე ღვთისნიერმა დროზე და დააბრუნეთ ფეხბურთი საქართველოში, ისედაც არეული ცხოვრება ფეხბურთით მაინც გაგვიხალისეთ. დავიღალეთ !!!
რაბუ
00:40 27-07-2022
0
თავის დროზე ავსტრის ჩემპიონატი იყო ძალიან დაბალი დონის მე 2 ბუნდესლიგის დონეც არ იყო და დღეს 2 გუნდი გაყავთ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი პირდაპირ ჯგუფში ხვდება რატომ?? იმიტომ რომ იქ მოვიდა ხალხი რომელმაც იყიდა ზალსბურგი ჩადო სერიოზული ინვესტიციები გუნდში მოიყვანეს კარგი მწვრთნელები კარგი ფეხბურთელები და გუნდმაც დაიწყო წარმატებით თამაში რეგულარულად ხვდებოდა ევროპალიგის ჯგუფში იგებდა თამაშებს და ბოლოს იმდენი სარეიტინგო ქულები დააგროვა რომ უკვე ავსტრიას ზალსბურგის დიდი დამსახურებით პირდაპირ ჯგუფში ჰყავს გუნდი აი ესაა შედეგი და ჩვენ სად ვართ?? ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს პატრონი უკვე ნახევრად პროფესიონალურ გუნდებთან ვაგებთ და ერთი გუნდი თუ იქნება გამონაკლისი რომელიც 1-2 ეტაპს გაივლის.
ზურა
02:33 27-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული