"დღემდე ვოცნებობ, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელი გავხდე" - მარიო ბალოტელი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

AutoSharing Option
"ადანა დემირსპორის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ოცნების გუნდის შესახებ ისაუბრა.

"ყოველთვის ვოცნებობდი, რომ "ნაპოლიში" მეთამაშა. სამწუხაროდ, აურელიო დე ლაურენტისს კლუბში ჩემი ხილვა არ სურს, თუმცა ოცნებას ვაგრძელებ. ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაში ვარ, ასე რომ, ვნახოთ".

მარიო ბალოტელიმ, რომელიც ერთ დროს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, მასზე დაკისრებული ავანსები ვერ გაამართლა. ფორვარდი სხვადასხვა დროს "ინტერის", "მანჩესტერ სიტის", "მილანისა" და "ლივერპულის" ღირსებას იცავდა, 2010-18 წლებში კი იტალიის ნაკრების წევრი იყო.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ადმინ,რა აქ სალაპარაკოა,მაგრამ ახალგაზრდებში ევროპული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს და თქვენ საერთოდ უგულებელჰყოფთ.ასე უმნიშვნელო შეჯიბრი გგონიათ?
სოსო
16:45 28-07-2022
1
ბოლოტელი არ ვიცი ადრე რა იყო, მარა ვერსად რომ ვერ გაამართლა ეგ კი ვიცი. გუშინ მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა ეგეც და ხვიჩაც. გუშინდელი თამაშით თუ ბოლოტელი ღირს 30 მლ ხვიჩა 90 მლ უნდა ღირდეს მინიმუმ.
G.LA
17:28 28-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული