"დღემდე ვოცნებობ, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელი გავხდე" - მარიო ბალოტელი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

AutoSharing Option
"ადანა დემირსპორის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ოცნების გუნდის შესახებ ისაუბრა.

"ყოველთვის ვოცნებობდი, რომ "ნაპოლიში" მეთამაშა. სამწუხაროდ, აურელიო დე ლაურენტისს კლუბში ჩემი ხილვა არ სურს, თუმცა ოცნებას ვაგრძელებ. ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაში ვარ, ასე რომ, ვნახოთ".

მარიო ბალოტელიმ, რომელიც ერთ დროს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, მასზე დაკისრებული ავანსები ვერ გაამართლა. ფორვარდი სხვადასხვა დროს "ინტერის", "მანჩესტერ სიტის", "მილანისა" და "ლივერპულის" ღირსებას იცავდა, 2010-18 წლებში კი იტალიის ნაკრების წევრი იყო.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს და მამადუ ნიანგი მინდა ერთად ნაპოლიში )))
Niangi
20:29 28-07-2022
3
ბალოტელი რა გაქანების ფეხბურთელია ყველამ კარგად ვიცით, უბრალოდ უაზროდ ზარმაცია ტიპი, მაგრამ ვინ იცის, იქნებ კვარას ხათრით უფრო მაგრად ათამაშდეს.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული