ქუთათელაძე მოსკოვის "სპარტაკიდან" ფრანგულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
21 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ "სპარტაკი 2" დატოვა და კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ში გააგრძელებს.

ქუთათელაძემ "როდეზთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მან გასულ სეზონში პირველ ლიგაში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

ქუთათელაძე პრაღის "სპარტას", "ლილისა" და პსჟ-ის აკადემიებში ვარჯიშობდა, "სპარტაკში" კი 2019 წელს ჩაირიცხა. ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2021 წლის ზაფხულში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Moacilet
Oqri
09:42 29-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული