"ჩელსი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობს - 4 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა მცველი ალექს ტელეში კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი ანდალუსიელებს იჯარის წესით შეუერთდება, "სევილიას" გამოსყიდვის უფლება არ ექნება. ტელეში "წითელ ეშმაკებს" 2020 წელს "პორტუდან", 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ლონდონის "ჩელსი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობს, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მოლაპარაკებები ფეხბურთელის აგენტთან უკვე მიმდინარეობს. ობამეიანგი "ბარსელონაში" ბედნიერია, თუმცა კატალონიელები ახალ მოთამაშეებს ვერ არეგისტრირებენ, რაც ტრანსფერს შანსს ზრდის. 33 წლის მოთამაშე "ბარსას"
გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და კლუბის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ იქცა. მონაწილეობა 17 მატჩში მიიღო და 11 გოლის გატანა მოახერხა.

პსჟ "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის ბერნარდო სილვას შეძენას გეგმავს. L'Equipe-ის ინფორმაციით, "ქალაქელები" მოთამაშეს მხოლოდ 90 მილიონის ნაცვლად შეელევიან, უცნობია აპირებენ თუ არა პარიზელები ამ თანხის გადახდას, თუმცა ტრანსფერის ინიციატორი კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ლუის ოკამპოსია. სილვა პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა, გასულ სეზონში პორტუგალიელმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი გამართა, გაიტანა 8 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ლონდონის "ჩელსი" კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს. Sky Sports-ი იტყობინება, რომ ტოდ ბოელი ყველაფერს აკეთებს, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ფრენკი დე იონგი თავის რიგებში გადაიბიროს. "მანკუნიანელები" დიდი ხანია, რაც "ბარსას" სატრანსფერო ფასზე შეუთანხდნენ, თუმცა ჰოლანდიელს "იუნაიტედში" გადაბარგება არ სურს. კატალონიელები მის გაყიდვას ყველანაირი ხერხით ცდილობენ. უცნობია უნდა თუ არა ჰოლანდიელს "არისტოკრატთა" რიგებში თამაში, სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული