მანე ლევანდოვსკის ნაცვლად - დღეს ტოპჩემპიონატები იწყება

AutoSharing Option
დღეს, 5 აგვისტოს, ევროპული ფეხბურთი ბრუნდება. 1-ელი ტურის შეხვედრები ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში გაიმართება. ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილი მუნდიალის გამო კალენდარში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

გაძლიერებული "არსენალი"

ლონდონის "არსენალზე" სეზონის დაწყების წინ სულ დიდი ავანსები გაიცემა, რომელიც როგორც წესი, ნაკლებად ამართლებს. დიდი ხანია, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი "მეთოფეები" არ გვინახავს.

მიკელ არტეტას გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი ბრწყინვალედ ჩაატარა - თანაქალაქელ "ჩელსის" 4 უპასუხო გოლი გაუტანა, ესპანურ "სევილიას" კი - 6.

Sportall.Ge

ლონდონელებმა პრემიერლიგის ახალი სეზონი წინა წელს წარუმატებლად გახსნეს, ახლა კი გამარჯვების იმედი აქვთ. არტეტას გუნდის კარს
"შეფილდის" ყოფილი მეკარე, 24 წლის აარონ რამსდეილი დაიცავს. გუნდში მთავარი ახალწვეულები "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელები, უკრაინელი ზინჩენკო და ბრაზილიელი ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი არიან.

"კრისტალ პალასთან" გასვლითი შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება და მას ენტონი ტეილორი განსჯის.

"არსენალის" სავარაუდო შემადგენლობა
: რამსდეილი - ვაითი, სალიბა, გაბრიელი,ზინჩენკო - პარტეი, ჯაკა, ოდეგორი - საკა, ჟესუსი, მარტინელი.

ვინ გაეტოლება "ბაიერნს"?

მიუნხენის "ბაიერნისთვის" შიდა კონკურენციის გაწევა ყოველთვის უჭირთ და ამ მიმართულებით დიდ ცვლილებებს არც ახლა ველით. მართალია, იულიან ნაგელსმანის გუნდი მთავარმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ დატოვა, თუმცა ისინი "ლივერპულიდან" სადიო მანეთი გაძლიერდნენ. სენეგალელის "ბაიერნში" თამაში დიდ ინტერესს იწვევს. მოუნხენელებმა "იუვენტუსის" ყოფილი მცველი, ნიდერლანდელი მატიას დე ლიხტი შეიძინეს, რაც მათ დაცვის ხაზს უფრო სტაბილურის გახდის. მნიშვნელოვანი ახალწვეულია "აიაქსის" ყოფილი ნახევარმცველი რაიან გრავერბერხი. მიუნხენელებს კომანი, გორეცკა და ჩუპო-მოტინგი დააკლდებათ. რამდენად მისცემს ნაგელსმანი თავის გამოჩენის საშუალებას ახალწვეულებს, რთული სათქმელია.

ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ "აინტრახტთან" დღევანდელი შეხვედრა ფრანკფურტის "დოიჩ ბანკ პარკზე" თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს სტარტს.

Sportall.Ge

დაბრუნებები "ლიონში"

საფრანგეთის ლიგა 1-ში მთავარი ყურადღება ისევ პსჟ-ის და მისი ვარსკვლავური სამეულის (მესი-მბაპე-ნეიმარი) მიმართ იქნება. ახალი სეზონი ლიონში დაიწყება, სადაც "დორტმუნდის" და "აიაქსის" ექსთავკაც პეტერ ბოშის გუნდი "აიაჩოს" დაუხვდება. მწვრთნელმა "ლიონში" ყოფილი შეგირდი, არგენტინელი მცველი ნიკოლას ტალიაფიკო მიიყვანა. კიდევ ერთი სიახლე "ბაიერნიდან" კრისტიან ტოლისოს მშობლიურ გუნდში დაბრუნებაა, ისევე, როგორც "არსენალიდან" - ალეკსანდრ ლაკაზეტის. 

მატჩის დაწყების დრო 23:00 საათია. სამივე ტოპჩემპიონატის პირველი ტური შაბათ-კვირას გაგრძელდება.

altაგვისტოს განრიგი ტოპლიგებში - ხვიჩა და "მამარდაც" აქ არიან...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან დაეცა ჩემპიონატების დონე, რთულია ტოპ უწოდო რომელიმეს პრემიერლიგის გარდა, იტალიაში საჩემპიონო მილანი ინტერსაც კი არ უყურა ხალხმა, გერმანია ისედაც ერთგუნდაა, ლალიგა მესის და რონალდუს გარეშე მკვდარია , ისედაც კლასიკო იყო მხოლოდ საინტერესო და მოსაბეზრებელია როცა სეზონში 2 თამაშს ელოდები მხოლოდ.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული