წყაროს ცნობით, შულცი ცნობილ მოდელ მარია პლეტცს მშობიარობამდე 2 კვირით ადრე ფიზიკურად გაუსწორდა, ჯერ იატაკზე დააგდო, შემდგომ კი ფეხი მუცელში ჩაარტყა, რადგან ბავშვის დაბადება არ სურდა. დაზარალებულ გოგონას ფოტომტკიცებულებები აქვს. კერძოდ, მარია პლეტცმა შულცს სურათი გაუგზავნა, სადაც დალურჯებები აღენიშნებოდა, "დორტმუნდის" მცველმა კი საპირისპიროდ სელფი გაუგზავნა სახეზე სევდიანი გამომეტყველებით. წყვილს საერთო შვილი ჰყავს. შულცის სახლში ჩხრეკა უკვე
შეგახსენებთ, 29 წლის ნიკო შულცი "დორტმუნდს" "ჰოფენჰაიმიდან" შეუერთდა. გერმანიის ნაკრებში მის ანგარიშზე 12 ჩატარებული შეხვედრა და 2 გატანილი გოლი ფიქსირდება.