"გალათასარაიმ" ორი შემტევი დაიმატა - ბელგიელი თავდამსხმელი დრის მერტენსი და ურუგვაელი ნახევარმცველი ლუკას ტორეირა.
"ნაპოლიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებულ 35 წლის მერტენსს ერთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ის აგრეთვე "აპელდორნში", "უტრეხტსა" და პსვ-ში თამაშობდა.
26 წლის ტორეირა სტამბოლურმა კლუბმა 6 მილიონ ევროდ შეიძინა და ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.