"რომ არა უეფას სანქციები, შესაძლოა, რონალდო "ზენიტში" გადასულიყო" - ნახეთ, რას ამბობს პეტერბურგელთა ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
"ზენიტის" ყოფილი მწვრთნელის, ჩეხი სპეციალისტის ვლასტიმილ პეტრჟელას სჯერა, რომ არა უეფას მიერ დაწესებული სანქციები, კრიშტიანო რონალდო შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგულ კლუბში გვეხილა.

მისი თქმით, პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურდა, და "ზენიტს" რონალდოს მოთხოვნების დაკმაყოფილება შეეძლო.

"რონალდოს უნდა კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რომ არა უეფას რეგულაციები, "ზენიტი" ამ ტურნირზე ითამაშებდა. ვფიქრობ, ამ რუსულ კლუბს აქვს იმდენი ფული, რომ კრიშტიანოს მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა.

ასე, რომ არა სანქციები, პორტუგალიელი შესაძლოა, "ზენიტში" გვეხილა", - ამბობს პეტრჟელა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხა!ხა!ხა!ხა!
სოსო
22:16 11-08-2022
0
Tkveni puli rat unda ronaldos, tu unda 5 zenits iyidis
GIO EMIGRANTI
12:35 11-08-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული