მექალთანე ინძაგისა და ვიერის აჯობა, ცოლად მოიყვანა, შემდეგ კი უღალატა და მიატოვა - ბუფონისა და სერედოვას ისტორია, დიდი სიყვარულიდან ღალატამდე

AutoSharing Option
2000-იანი წლების დასაწყისში იტალიის ნაკრებში მხოლოდ ჩეხი მოდელის ალიონა სერედოვას შესახებ საუბრობდნენ.

კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი და ალესანდრო დელ პიერო წარუმატებლად იბრძოდნენ ჩეხი მოდელის ყურადღებისთვის, როდესაც მაშინ ახალგაზრდა ჯანლუიჯი ბუფონი წააწყდა მის ფოტოსესიას Playboy-ში.

ჯიჯიმ იპოვა რაღაც, რამაც ალიონა დაატყვევა, გამოცდილი კონკურენტები უკან ჩამოიტოვა და მასთან რომანი დაიწყო...

2006 წელს იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა: "სკუადრა აძურამ" გერმანელებს ნახევარფინალში მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ფრანგებს უნდა დაპირისპირებოდა.

მეტოქეს შეუჩერებელი ზინედინ ზიდანი ჰყავს... თამაშის დაწყებამდე იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ
თავის ფეხბურთელების დასვენების დღე მისცა და უთხრა, რომ მაქსიმალურად განტვირთულიყვნენ.

ლიპის რეცეპტმა 100%-ით იმუშავა... "კვირას, 2006 წლის 9 ივლისს, შუადღე გავატარე ბერლინში, დავიძინე, ვითამაშე PlayStation და საღამოს მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი“, - თქვა მოგვიანებით ანდრეა პირლომ.

სანამ პირლო კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა, ჯიჯი დროს ალიონასთან ერთად ატარებდა.

იტალიის ნაკრების კიპერმა საყვარელი გოგონა რესტორანში მიიწვია, წინასწარ იცოდა, რომ ეს საღამო სამუდამოდ დაამახსოვრდებათ.

სერედოვამ, რომელიც ყოველთვის უფრთხილდებოდა მის ფიგურას, შეუკვეთა მხოლოდ სალათი და დიეტური "კოლა" და უარი თქვა "ლაზანიაზე".

როდესაც მიმტანმა შეკვეთა მოიტანა და სანთლები აანთო, ალიონა ამის შემდეგღა გაერკვა თუ რა ხდებოდა რეალურად და ჯიჯიმ მას უთხრა:

"იტალიამ მუნდიალი, რომ მოიგოს, დავქორწინდეთ?!"

გოგონა, რა თქმა უნდა, დასთანხმდა. მეორე საღამოს ბუფონი გამოვიდა საბრძოლველად არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობისთვის, არამედ მომავალი მეუღლის მოსაპოვებლადაც.

გრანდიოზული გამოდგა ჯიჯის წვლილი"სკუადრა აძურას"-ს გამარჯვებაში. ლეგენდარულ გაძევებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ზინედინ ზიდანი ახლოს იყო საფრანგეთის დაწინაურებასთან, მაგრამ ბუფონმა ფაქტიურად მკვდარი ბურთი მოიგერია...

შემდეგ იყო პენალტების სერია, ტრეზეგეს აცილება და გროსოს ოქროს დარტყმა - იტალია ისტორიაში მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ალიონა სერედოვა ჯიჯის სრულფასოვანი ცოლი გახდა, თუმცა მათ ოფიციალური ქორწინება 2011 წლამდე გადადეს.

ამ დროისთვის პრაღელმა მეკარეს ორი ვაჟი გაუჩინა, სამოდელო კარიერა დაასრულა და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა.

ოჯახური იდილია 2014 წლის ზამთრის ერთმა დღემ დაანგრია... ეს ჩვეულებრივი დღე იყო, ალიონამ თავისი ვაჟები - ლუის თომასი და დევიდ ლი - სკოლაში წაიყვანა, თავად კი სილამაზის სალონში წავიდა.

საცობში მდგომმა გოგონამ მოწყენილობისგან რადიო ჩართო - მაგრამ იქ გაგონილმა ააკანკალა.

დიქტორმა მოწყვეტილი ხმით თქვა, რომ მისი ქმარი წუხელ ვიღაც გოგოსთან ერთად დააფიქსირეს. სერედოვა შეშინებული უყურებდა გზას, მისი მანქანის ფანჯარაზე თოვლის ფანტელები ცვიოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა.

იმ საღამოს ბუფონის შვილებმა ბევრი ახალი იტალიური ლანძღვა ისწავლეს და როცა მეუღლეთა ჩხუბმა დუღილის წერტილი გადალახა, "იუვენტუსის" მეკარემ ნივთებით ჩანთა ჩაალაგა და ღამის გასათევად წავიდა მეგობართან.

მან იქ რამდენიმე კვირა გაატარა და ამ ხნის განმავლობაში სერედოვამ შეიტყო ქმრის ახალი გატაცების სახელი - ის ცნობილი ტელეწამყვანი ილარია დ'ამიკო აღმოჩნდა.

ალიონა და ჯიჯი მაშინვე განქორწინდნენ, 2017 წელს კი სპორტსმენი ილარიაზე დაინიშნა. თითქოს ქმართან შურისძიება სურდა, სერედოვამ ამ ხნის განმავლობაში თავი ფანტასტიკურ ფორმაში მოიყვანა და კვლავ დაიწყო მსახიობობა და ფოტოსესიებში მონაწილეობა. ჯიჯი სუპერმარკეტში ახალ Playboy-ს წააწყდა, ბუფონმა განიცადა ნოსტალგიის სასიამოვნო განცდა - მან გაიხსენა, როგორ "მოიპარა" ტოპ-მოდელი გამოცდილი მექალთანეების ინძაგისა და ვიერის ცხვირებიდან.

დ'ამიკოზე დაქორწინებული ჯიჯი ახლა ცნობილ ტელეწამყვანთან ერთად ცხოვრობს და წყვილი შვილს ლეოპოლდო მატიას ზრდის. მათ სრული ოჯახური იდილია აქვთ და ბუფონის ღალატი წარსულს ჩაბარდა.

ჯიჯიმ პირობა მისცა საკუთარ თავს: აღარასოდეს გაიგონებს საყვარელი ქალის მწუხარებით ტირილს და ოჯახის ჭურჭლის მტვრევას.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაგიჭირდებოდა ჯიჯი
milani
15:39 15-08-2022
1
როგორც იქნა, ყოჩაღ თქვენ, რომ როგორმე ვანდა ნარადან სხვებზეც გადაინაცვლეთ
ვაჟა
12:57 15-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული