ამჯერად დანი კარვახალი - ესპანელი ძარცვას გადაურჩა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" განაპირა მცველის, დანი კარვახალის სახლში მძარცველები შეიჭრნენ და სახლის გაქურდვას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

3 ნიღბიანი პირი სახლიდან მაშინ გაიქცა, როდესაც სიგნალიზაცია ჩაირთო. ფეხბურთელი სახლში არ იმყოფებოდა. კარვახალმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა და გამოძიება უკვე დაწყებულია.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა პიერ-ემერიკ ობამეიანგსაც, მძარცველები გაბონელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფეხბურთელის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული