პიანიჩი: რუსეთთან თამაში კარგი გადაწყვეტილება არაა

AutoSharing Option
საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილ რუსეთის ნაკრებს უეფამ ნოემბერში სანქტ-პეტერბურგში ბოსნია ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის ჩატარების უფლება მისცა. ბოსნიელთა ვეტერანი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ამის გამო უკმაყოფილოა.

"მე ხელმძღვანელობას ვუთხარი, რასაც რუსეთთან შეხვედრაზე ვფიქრობ და მათი გადაწყვეტილებით გაოცებული დავრჩი. კარგი გადაწყვეტილება არაა!

სიტყვები არ მყოფნის. როდესაც გუნდი კარგად თამაშს იწყებს, ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. ფედერაციამ ჩემი დამოკიდებულების შესახებ იცის. მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს კარგი არ არის", - ციტირებს პიანიჩს Sportske.ba.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს უეფა ისეთ ტურაა ნელ-ნელა გვაპარებს და მალე რუსეთს შესარჩევში დაუშვებს.
ეეე
01:34 10-09-2022
6

სიახლეები პოპულარული