ლეგენდარულმა ესპანელმა კიპერმა იკერ კასილასმა დღეისთვის ტოპ-5 მეკარე დაასახელა. მან პირველ ადგილზე თავისი ყოფილი გუნდის, მადრიდის "რეალის" კარის დარაჯი ტიბო კურტუა გაიყვანა.
იკერის სია კი ასე გამოიყურება:
1) ტიბო კურტუა
2) ედერსონ მორაეში
3) იან ობლაკი
4) მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
5) მანუელ ნოიერი.