კოკორინმა 655 დღის შემდეგ გაიტანა და კვარაცხელიას შეადარეს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების 31 წლის თავდამსხმელმა ალეკსანდრ კოკორინმა "ფიორენტინაში" თავი ვერაფრით გამოიჩინა, იჯარით ლიმასოლის "არისში" გადავიდა და კვიპროსის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. ბოლოს გოლი 655 დღის წინ ჰქონდა გატანილი და მისი გოლი რუსული ფეხბურთისთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა გახლავთ.

"არისის" ფიზიოთერაპევტმა სერგეი კოლესნიკოვმა РБ Спорт-თან ინტერვიუში თანამემამულე შეაქო და ხვიჩა კვრაცხელიას შეადარა.

"ფიორენტინაში" მეტი სათამაშო დრო რომ ჰქონოდა, მეტს გაიტანდა. მაქსიმუმ 10 წუთით შეუშვებდნენ ხოლმე შეცვლაზე.

მან იცის, რომ შეუძლია. აი, ხედავთ, კვარაცხელიას. ფიქრობთ, მასზე ნაკლებია? არაფრით. ხვიჩას გაუმართლა. უნდა ნახოთ, კოკორინი როგორ ვარჯიშობს.
ჩემი აზრით, უკვე ფორმაშია, მაგრამ ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. "ფიორენტინაში" მწვრთნელი აქებდა და შემადგენლობაში არ აყენებდა".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ამაზეა ნათქვამი: სად ერეკლე და სად....
გუგა
20:26 16-09-2022
1
ყიფიან გავრილოვის შედარების სერიიდან ეს.დდდდდდდდდდდდდდდდდდდ
რრრ
19:30 16-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული