"ევროპაში რისთვის წავიდე, დასასვენებლად?" - გიორგი ჯიქია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯიქიამ ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა "სპარტაკის" ფეხბურთელი ევროპაში წასვლას, ჯიქიამ განაცხადა, რომ რუსეთის დატოვებას არ აპირებს.

"მაქვს თუ არა სურვილი, წავიდე ევროპაში? რისთვის, დასასვენებლად? ზახარიანზე ადრეც ვისაუბრე, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მთელი კარიერა წინ აქვს; თუ წავა, მის გამო ბედნიერი ვიქნები. ასაკი ჯერ კიდევ ხელს მიწყობს და წასვლა გვიანი არაა, თუმცა ამის გაკეთება არ მსურს და მზად ვარ, რუსეთის ჩემპიონატში კარიერის ბოლომდე ვითამაშო", - განაცხადა ჯიქიამ.

გიორგი ჯიქია მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას
2017 წლიდან იცავს. მიუხედავად ქართული მხარის დაინტერესებისა, მცველმა ამავე წელს რუსეთის ნაკრებში ასპარეზობა გადაწყვიტა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 29 /
გარუსებული მეგრელი (მისივე სიტყვებს რომ დავესესხოთ)
სიმართლე
20 სექტემბერი 2022 16:17
6
გეტყობა, ჯიქიასავით "ცუდი მეგრელი" ხარ და აგეწვა! იმასაც ვერ მიხვდი რომ ჭეშმარიტ, პატრიოტ მეგრელ (იგივე ქართველ) ადამიანებთან მაგ გარუსებულს არაფერი საერთო არ გააჩნია!
"ადამიანი"-s
20 სექტემბერი 2022 22:10
0
მეგრელიც არ არის ეგ, მეგრელი ქართული ეთნოსის განუყოფელი ნაწილია.
ამ სულით რუსმა, უფრო უარესი თქვა მე ქართველი არ ვარ მეგრელი ვარო.
ასეთები არიან იდენტობა წაშლილი ნაცრისფერი თაგუნები
321
20 სექტემბერი 2022 18:16
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული