"პროფესიონალურ კარიერაში ნათამაშები ოცი წლის შემდეგ დროა, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ჩემი უფროსი ვაჟი თითქმის 13 წლისაა და მისი ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ სეზონებს შორის შესვენებებზე მეძლეოდა... ახლა დროა უფრო მეტი ყურადღება ოჯახს დავუთმო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთს ვშორდები.
ზაფხულში ფეხბურთზე ბევრი არ მიფიქრია... ვჭამდი ბევრს და ვვარჯიშობდი ნაკლებს, რის გამოც ზედმეტი კილოგრამები მაქვს და უკვე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ძალიან ძნელი
მომწონს ახალგაზრდებთან მუშაობა, მათი ყურება და დახმარება. მომავალში ჩემს თავს ან სპორტულ დირექტორად, ანდაც აგენტად ვხედავ. საბოლოოდ კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს მწვრთნელს, ყველა პრეზიდენტს, ყველა გულშემატკივარს", - დასძინა პანდევმა.