ყველანი ფრონტზე - რუსეთის ჩემპიონატი შეიძლება შეაჩერონ

AutoSharing Option
უკრაინის დამარცხება უნდათ, ომში მონაწილეობის მიღება - არა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში გაჭიანურებული და წარუმატებელი ე. წ. სპეცოპერაციის გამო ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და ვინც გამოცემულ განკარგულებას არ დაემორჩილება, სამიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ გამგზავრებას უამრავი რუსი მოქალაქე ცდილობს. დღეს ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკის კომისარიატში 25 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი რეზერვისტების ინსტრუქტაჟისას მძიმედ დაჭრა. ის ამჟამად რეანიმაციაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, რუსეთის ფეხბურთის კავშირის თანამშრომლებმა უკვე მიიღეს სამხედრო
კომისარიატში გამოცხადების უწყება. მათ შორის არინ იურისტები, მასაჟისტები და ნაკრების ადმინისტრატორი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული საფეხბურთო ჩემპიონატი შეაჩერონ.

"შეიძლება თუ არა პრემიერლიგა შეაჩერონ? ყველაფერი შეიძლება მოხდეს! თუმცა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ ახლა ვკითხულობთ ინფორმაციას, რომ ფეხბურთის კავშირი თავდაცვისა და სპორტის სამინისტროებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. აგრეთვე შექმნილია შტაბი, რომელიც სამობილიზაციო საკითხებს გადაწყვეტს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატი გაგრძელდება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ციტირებს სვიშევს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაწვრტნილმა ჯარმა ვერ დაძრა უკრაინა და ამ მასაჯისტებით უნდატ მოუგონ? საბამ იარარის ამწევ ყველა კაცს არ მიაეყვიტავენ არ დასახიცრებენ არ გაჩერდება ეს ნაბიევარიი? ცვენებმა კიდე საზღვარი დაკეტონ სანამ აქ არ გსმოყოლილან დეზერტირების ვითომ დაწერის მოტივით?
არა რუსეთს
26 სექტემბერი 2022 19:49
4
ზოგი ტვინ არეული სოც. ქსელში ადარებს საქართველოდან 2008 წ გასულებს, ახლა რუსეთიდან დევნილებს. ქვეყანა რომლის მოსახლეობა 4 მლნ. განიცადა თავდასხმა 145 მლნ. ქვეყნიდან რომლის არმიაც მე-2 იყო მსოფლიოში. ქვეყანა რომელიც დაუცველი იყო და ოკუპანტი ჰაერიდან ისე ბომბავდა როგორც მოესურვებოდა ადარებენ იმ ქვეყას რომელიც ბომბავს უკრაონას ახლა და მისი მოსახლეობა კი გამორბიან იმ ქვეყანაში რომელის დაბომბვის დროსაც 2008 წ-ში ისინი განდიდებას გრძნბდნენ ტვ-ში ყურებით. ეს არის ექსპანსია ურდოსი ჩვენ ქვეყანაში და მთავრობა დუმს სამწუხაროთ. არანაირი პროტესტი ხალხის არ ესმის მთავრობას. ეს ყველაფერი ყვავილებია, არც შეიძლება მოყვეს რუსეთის დანგრევას. საჭიროა უპრეცენდეროთ გაძლიერება ჯარის. ემზადე ომისთვის თუ გინდა მშვიდობა.
G.LA
26 სექტემბერი 2022 20:18
8
რა დებილიზმთან გვაქვს საქმე 21-ე საუკენეში!
"влади мир" დიქტატორს, ამ ანტიქრისტეს წინამორბედს, როდემდე უნდა დაემორჩილოს ხალხი. მართლაც მონღოლთა გაკეთებულები არიან ეს უვიცები. თავის ხალხს ჟლეტავს უკვე, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ როგორც მონღოლთა ურდოები იმორჩილებდნენ ხალხებს ცხვრებივით (გარდა გიორგი ბრწყინვალისა, რომელმაც ბრძოლის ხსენებაც კი დაავიწყა მათ!) ისე ამ ვირს გამოსდის (ისე ვირები რუსეთში არ არიან, ან/და რად უნდათ?!). მაშინ, როდესაც ხალხი მასობრივად უნდა გამოდიოდეს მის წინააღმდეგ, ქვეყნიდან გარბიან, ეს სულით ლაჩრები ესენი! მერე კიდევ რომ დარჩეთ სათქმელი, ჩვენს ხალხს უცხო მიწაზეც კი დავიცავთო! (ეს კანონში უწერიათ, როგორც ჩინეთს!). კუზიანს სამარე თუ გაასწორებს! არადა ქრისტიანი ერია... ამათი დამარცხება და შორეული აღმოსავლეთი და ურალი ჩინეთის გახდება, ხოლო ვოლგისპირეთს მუსლიმები დაიკავებენ. მართლაც არ სძინავს ეშმაკს, ვერაფერს იტყვი!
ლაშა
26 სექტემბერი 2022 19:29
4
არც მასეა ატომური ბომბი საჩვენებლად შექმნა .
dato
26 სექტემბერი 2022 21:38
0
რუსეთის ჩემპიონატი შეაჩერონ?! კიმ მაგრამ, არჩილმა არ აუხსნათ, რომ ხელი აქვთ მოწერილი, ფულს უხდიან, აჭმევენ, ასმევენ?!
ქ. გ.
27 სექტემბერი 2022 06:26
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული