"ვნანობ, რომ პსჟ-ში უფრო დიდხანს არ დავრჩი" - რონალდინიო ფრანგულ კლუბზე საუბრობს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "პარი სენ ჟერმენის" დატოვებას ნანობს და თვლის, რომ ფრანგულ კლუბში უფრო დიდი დრო უნდა გაეტარებინა.

"ყველაზე ცუდი მოგონება "პარი სენ ჟერმენზე"? ვნანობ, რომ უფრო დიდხანს არ დავრჩი, ამას გულწრფელად ვამბობ, რომ არა გარკვეული გარემოებები პსჟ-ს არ დავტოვებდი, თუმცა ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და ასევე დიდებულ კლუბში აღმოვჩნდი, სადაც ძალიან ბედნიერ ივიყავი" - განაცხადა რონალდინიომ Get French Football-თან ინტერვიუში.

რონალდინიო "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2001-2003 წლებში იცავდა, დედაქალაქურ გუნდში 55 მატჩი გამართა და 17
გოლის გატანა შეძლო, 2003 წელს კი 32 მილიონის სანაცვლოდ "ბარსელონას" შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდა
juve
01:44 02-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული