სამწვრთნელო ცვლილებები ევროპის ტოპ-ლიგებში - ორი გაუშვეს, ლოპეტეგიც ზღვარზეა

AutoSharing Option
ევროპის ტოპ-საფეხბურთო ლიგებში შაბათ-კვირას მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც სამსახური ორმა მწვრთნელმა დაკარგა.

"ვულვზი" პრემიერლიგის მე-9 ტურში გასვლაზე "ვესტ ჰემთან" 0:2 დამარცხდა, რის შემდეგაც გუნდის პორტუგალიელი დამრიგებელი ბრუნო ლაგე გადააყენეს, რადგან კლუბს არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს და საწყის 8 თამაშში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა.

კარისკენ მიუთითეს მარკო ჯამპაოლოსაც, რომლის "სამპოდორიამაც" საწყის 8 ტურში თამაში ვერ მოიგო, ხელმძღვანელობას კი მოთმინების ფიალა გუშინ "მონცასთან" საშინაო მარცხის (0:2) შემდეგ აევსო.

მწვრთნელის გათავისუფლებას გეგმავს "სევილიაც". "დალაქთა" ბოსები უახლოეს საათებში მიიღებენ გადაწყვეტილებას, მისცენ თუ არა
კიდევ ერთი შანსი ხულენ ლოპეტეგის.

ანდალუსიელები ლა ლიგის მე-7 ტურში საკუთარ სტადიონზე "ატლეტიკოსთან" 0:2 დამარცხდნენ და პრიმერა დივიზიონის ცხრილში 5 ქულით მე-17 პოზიციას იკავებენ...

თუ ლოპეტეგის დაითხოვენ, "სევილია" არჩევანს მარსელინიო გარსია-ტორალსა და ხორხე სამპაოლის შორის გააკეთებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული