"მას დიდ მოთამაშეებთან გამკლავება არ შეუძლია" - ობამეიანგი არტეტას შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ახალწვეულმა პიერ ემერიკ ობამეიანგმა ინგლისურ მედიასთან "არსენალის" თავკაცის, მიკელ არტეტას შესახებ ისაუბრა.

გაბონელის თქმით, ესპანელ სპეციალისტს დიდ მოთაშეებთან ურთიერთობა არ შეუძლია და სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მას უსიტყვოდ დაემორჩილებიან.

"მას არ შეუძლია ლიდერებთან და დიდ ფეხბურთელებთან მუშაობა, არტეტას სჭირდება ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც ხმას არ იღებენ და მხოლოდ მიკელს უჯერებენ" - განაცხადა ობამეიანგმა.

შეგახსენებთ, გასულ წელს არტეტამ ობამეიანგს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და გუნდიდან მოკვეთა, გაბონელმა კი კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანუ?
baggio
17:02 10-10-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული