რატომ გადავედი "ბარსელონადან" "რეალში"? ფიგუმ ტრანსფერის მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" მფლობელმა ლუიშ ფიგუმ "ბარსელონადან" მადრიდის "რეალში" ტრანსფერი განმარტა.

"ბლაუგრანაში" ყველაფერი მქონდა. რომ არა შემოთავაზება "ბლანკოსიდან", არსად წავიდოდი. ეს გამოწვევაა, გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია დაფასებაზე, მარწმუნებდნენ, რომ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს ყველაფერი შეცდომა ყოფილიყო, თუმცა მადლობა ღმერთს, არა. გავუმკლავდი ზეწოლას, მქონდა მენტალიტეტი, რომ თუ გინდა, გაიმარჯვე და გავიმარჯვე" - განაცხადა პორტუგალიელმა ექსფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, ფიგუ 2000 წელს "ბარსელონადან" "რეალში" 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რის შემდეგაც კატალონიაში მოღალატედ შერაცხეს და ღორის თავიც კი ესროლეს.

მომზადებულია
Championat-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 6 /
კი,დიდი ფეხბურთელი იყო,მაგრამ როგორც კაპიტანი რომ ღორის თავის სროლას დაიმსახურებ,მაგას რა ჰქვია?!
სოსო
19:31 18-10-2022
1
მქონდა მენტალიტეტი, რომ თუ გინდა გაიმარჯვე და გავიმარჯვე, არა აქვს მნიშვნელობა რის ფასად. აი ეს სიტყვები აკლია შენს კომენტარს დონ ლუიშ. როგორც დონ-ს აკლია თავში სამი ასო თქვენთან მიმართებაში.
ბადრი
15:18 17-10-2022
3

სიახლეები პოპულარული