"პარი სენ ჟერმენის" ვარსკლავმა კილიან მბაპემ RMC Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარიზული კლუბის დატოვებას არ აპირებს.
"როდესაც ეს ინფორმაცია პრესაში გაჩნდა მეძინა, ჩემი ოჯახის წევრები კი პატარა ძმის თამაშს ესწრებოდნენ, შოკში ვიყავი.
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ "პარი სენ ჟერმენში" ყველაფერი მაკმაყოფილებს, კლუბის პრეზიდენტთან, ალ ხელაიფისთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, გუნდთან ერთად ტიტულების მოგება მსურს" - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი სპორტული გამოცემები წერდნენ, რომ კილიანს პსჟ-ის დატოვება სურდა, რადგან კლუბის მიერ ზაფხულში გატარებული სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო იყო.
12:55 17-10-2022
"როდესაც პრესაში ინფორმაცია გაჩნდა, მეძინა, შოკში ჩავვარდი" - მბაპემ წასვლის შესახებ ჭორები უარყო
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
29.00 k
45.00 k
სიახლეები
პოპულარული