"მსოფლიო ჩემპიონატზე ამ 2 ნაკრებს გამოვარჩევ" - ლიონელ მესი ფავორიტებს ასახელებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ RMC Sports-თან 2022 წლის გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა.

"ლა პულგას" თქმით, მუნდიალის ფავორიტები ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებები იქნებიან.

"მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ბევრი გუნდი ეცდება: ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისიც, თუმცა, თუ ორი ნაკრების დასახელებას მთხოვთ, ბრაზილიასა და საფრანგეთს ვიტყოდი.

ფრანგებს კარგი შემადგენლობა ჰყავთ, გასული ევროპის ჩემპიონატი მათთვის არც ისე კარგი იყო, მაგრამ დიდიე დეშამის განკარგულებაში ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. იმავეს ვიტყოდი ბრაზილიის ნაკრებზეც" - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს, კატარისა და ეკვადორის
დაპირისპირებით გაიხსნება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt თუ ფიქრობთ, რომ უიღბლო ადამიანები ხართ, გაიხსენეთ, რომ ლიონელ მესის თამაშები გინახავთ; დღეს არგენტინელ ჯადოქარს 35 წელი შეუსრულდა

altლიონელ მესი მსახიობის როლს მოირგებს, არგენტინელს სერიალში იღებენ


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარო ფეხბურთელო! შენ უნდა აწიო თასი!!!!!!!!!! რა არ გეკუთვნის?
ფანი
15:52 17-10-2022
3
ლეო! მესამეს დაგიმატებ, არგენტინის ნაკრებს! მე პირადად მგონია არგენტინა წარმატებას მიაღწევს, ასეთი წინათგრძნობა მაქვს.
გია
15:17 17-10-2022
3

სიახლეები პოპულარული