"მსოფლიო ჩემპიონატზე ამ 2 ნაკრებს გამოვარჩევ" - ლიონელ მესი ფავორიტებს ასახელებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ RMC Sports-თან 2022 წლის გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა.

"ლა პულგას" თქმით, მუნდიალის ფავორიტები ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებები იქნებიან.

"მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ბევრი გუნდი ეცდება: ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისიც, თუმცა, თუ ორი ნაკრების დასახელებას მთხოვთ, ბრაზილიასა და საფრანგეთს ვიტყოდი.

ფრანგებს კარგი შემადგენლობა ჰყავთ, გასული ევროპის ჩემპიონატი მათთვის არც ისე კარგი იყო, მაგრამ დიდიე დეშამის განკარგულებაში ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. იმავეს ვიტყოდი ბრაზილიის ნაკრებზეც" - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს, კატარისა და ეკვადორის
დაპირისპირებით გაიხსნება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt თუ ფიქრობთ, რომ უიღბლო ადამიანები ხართ, გაიხსენეთ, რომ ლიონელ მესის თამაშები გინახავთ; დღეს არგენტინელ ჯადოქარს 35 წელი შეუსრულდა

altლიონელ მესი მსახიობის როლს მოირგებს, არგენტინელს სერიალში იღებენ


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარო ფეხბურთელო! შენ უნდა აწიო თასი!!!!!!!!!! რა არ გეკუთვნის?
ფანი
17 ოქტომბერი 2022 15:52
3
ლეო! მესამეს დაგიმატებ, არგენტინის ნაკრებს! მე პირადად მგონია არგენტინა წარმატებას მიაღწევს, ასეთი წინათგრძნობა მაქვს.
გია
17 ოქტომბერი 2022 15:17
3
განა არ იცის ლეომ, რომ არგენტინის ნაკრები ფავორიტეტებს შორისაა? უბრალოდ არ ახმაურებს და სწორეცაა!
თემო
17 ოქტომბერი 2022 15:35
2
საფრანგეთს მართლაც ძლიერი შემადგენლობა ყავს, მაგრამ დეშამი არაა ძლიერი მწვრთნელი. ევროპას თავი რომ დავანებოთ აგერ ერთა ლიგაზე 6 შეხვედრიდან ჯგუფში ავსტიას მოუგო სახლში მხოლოდ. არ ვიცი ეს ნაკრები როგორ გარდაისახება მსოლფიოზე ფავორიტად. მსოლფიო ჩემპიონები შემთხვევით არ ხდებიან და დაიმსახურა ნაკრებმა, დეშამისთვის ეგეც ზედმეტი იყო. მაგრამ ამ ჩემპზე არ მგონია თუნდაც 1/2 ფინალში გავიდნენ.
G.LA
17 ოქტომბერი 2022 14:53
0

სიახლეები პოპულარული