ნაინგოლანმა მატჩის დაწყებამდე სათადარიგოთა სკამზე სიგარეტი მოწია, შემდეგ კი ითამაშა

AutoSharing Option
ცნობილი ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი მორიგ სკანდალში გაეხვა. მან იუპერ ლიგის მე-12 ტურის მატჩის წინ, სადაც მისი "ანტვერპენი" გასვლაზე "სტანდარტს" უნდა შეხვედროდა, სათადარიგოთა სკამზე სიგარეტი მოწია. 

საინტერესოა, რომ 34 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის გახლდათ და ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, მისი გუნდი კი 0:3 დამარცხდა.

ამ ფაქტის სააშკარაოზე გამოსვლის შემდეგ "ანტვერპენის" ხელმძღვანელობამ ვეტერანი ბელგიელი მთავარი გუნდიდან მოკვეთა.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ნაინგოლანი სიგარეტით დააფიქსირეს. ის თამბაქოს მომხმარებლად სერია A-შიც შეუნიშნავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული