"მანჩესტერ სიტის" ვულოცავ, თუმცა საუკეთესოები ჩვენ ვიყავით" - ანჩელოტიმ უკმაყოფილება ვერ დამალა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ პარიზში გამართული საღამო მადრიდის "რეალისთვის" წარმატებული გამოდგა, "ბლანკოსის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "ოქროს ბურთი" მოიგო, "თეთრების" მეკარე ტიბო კურტუამ კი ლევ იაშინის ჯილდო დაიმსახურა, თუმცა ერთმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

გასული წლის საუკეთესო გუნდად "მანჩესტერ სიტი" დასახელდა. ფაქტის შესახებ უკმაყოფილება ვერ დამალა "რეალის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ.

"ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმებით შეირჩა გამარჯვებული, რადგან გასულ წელს მადრიდის "რეალი" საუკეთესო გუნდი იყო. "მანჩესტერ სიტის" პატივს ვცემ და ვულოცავ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პრობლემები შეგვიქმნეს და პრემიერლიგაც მოიგეს, თუმცა მთავარი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები
ჩვენ გავხდით" - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altნაწყენი კურტუა, გახარებული მაკრონი და რონალდოს მნიშვნელობა ამ წარმატებაში - ყველაფერი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების გუშინდელი ცერემონიალიდან


მკითხველის კომენტარები / 14 /
სიტი და ლივერპული არაფერს წარმოადგენენ პრემიერლიგის ჩათვლით!
მხოლოდ ფული და მეტი არაფერია იქ...
ლაშა
21:53 18-10-2022
7
აბსოლიტურად მართალია სენიორ კარლო!
ლაშა
22:17 18-10-2022
7

სიახლეები პოპულარული