ჩემპიონი გახდა, მუნდიალზე წავა, შემდეგ კი... - სუარესის ტიტულების კოლექციაში მატებაა

AutoSharing Option
ლუის სუარესის "ნასიონალი" ურუგვაის ჩემპიონი გახდა. 35 წლის ფორვარდის გუნდი პრიმერა დივიზიონის პლეი-ოფის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით დროში 4:1 დაამარცხა.

ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, შემდეგ კი "ნასიონალმა" იმძლავრა, თავად ვეტერანმა თავდამსხმელმა კი დუბლი მიითვალა. 

"ნასიონალი" ურუგვაის ჩემპიონი ისტორიაში 49-ედ, თავად სუარესი კი კარიერაში მეორედ გახდა. მან ჯამში 14 შეხვედრაში ითამაშა და 8 გოლი შეაგდო.

ახლა ლუისი ურუგვაის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე წავა, შემდეგ კი ახალ გუნდს მოძებნის, რადგან "ნასიონალთან" კონტრაქტი დაუსრულდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბარსა და კუმან! ამ ლეგენდის დამცირებისთვის, რაც თქვენ აკადრეთ, რაც არ ეკადრებოდა, მოგეკითხებათ!
სუარეს, გვიყვარხარ!
13:50 31-10-2022
2
პირატებო აჩია ბერიძეს ბათუმში მოყავსო სუარესი)))
გიუშა
22:32 31-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული