კატალონიის "ბარსელონა" მზადაა ზაფხულში ფრენკი დე იონგს შეელიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თავად ჰოლანდიელს "ბლაუგრანადან" წასვლა არ სურს, თუმცა კატალონიელები მძიმე ფინანსურ სიტუაციაში არიან.
დე იონგის დამატებას გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდა და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობას 80 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ტრანსფერი თავად მოთამაშემ დაბლოკა.
ნახევარმცველს "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. 25 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით