"ლივერპული" იყიდება - მფლობელებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მფლობელების, კერძოდ, Fenway Sports Group-ის განცხადებით, მზად არიან კლუბი 4.6 მილიარდის სანაცვლოდ გაყიდონ.

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ცნობით, "ლივერპულის" შეძენა ინგლისელ ბიზნესმენს, ჯიმ რეტკლიფს სურს. სხვათა შორის, რეტკლიფს გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენაც სურდა, თუმცა ძმებმა გლეიზერებმა კლუბის მიყიდვაზე უარი განუცხადეს.

Fenway Sports Group-ი "ლივერპულს" 2010 წლიდან ფლობს, განსაკუთრებულ წარმატებას კი ბოლო წლებში მიაღწიეს, მათი ხელმღვანელობით "სქაუზერებმა" 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა, 2020 წელს კი, ისტორიაში პირველად, პრემიერლიგა მოიგეს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული