"პორნოა თუ რა?!" - კავაზაშვილი რუსეთი-ტაჯიკეთის მატჩზე გავრცელებულმა მოსაზრებამ გააღიზიანა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ მოსაზრების გამო, რომ რუსეთის ნაკრების ამხანაგური მატჩი ტაჯიკეთთან უინტერესო იქნება.

"ბევრი ამბობს, რომ რუსეთისა და ტაჯიკეთის მატჩის ყურება შეუძლებელია. რატომაა შეუძლებელი?! პორნოგრაფია თუ რატომ?!

არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ მოწინააღმდეგე არ მოსწონთ. ნებისმიერ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ ვუყურებთ ევროპული დონის ნებისმიერ ფეხბურთს, ასევე, ეროვნული ნაკრებების მატჩებს.

რაც მთავარია, ჩვენ ვტკბებით ლამაზი თამაშით. არავინ გაიძულებს, უყურო იმას, რაც არ მოგწონს. შეგიძლიათ გამორთოთ ან გადართოთ სხვა არხზე

ტელევიზორი არსებობს იმისთვის,
რომ ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია ან გარკვეული სიამოვნება. ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს, მიიღოს ნეგატიური ან პოზიტიური ინფორმაცია - ეს მისი არჩევანია.

მე არ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ უარყოფითზე საუბრობენ, შემდეგ კი პრესას ეტყვიან: "რატომ უნდა უყურო ამ მატჩებს, როდესაც გარკვეულია, რომ რუსეთი დაამარცხებს ტაჯიკეთსა და უზბეკეთს?!

თუ აღმოჩნდება, რომ რუსეთი წააგებს? მაშინ რას იტყვიან იგივე ადამიანები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ? ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგური მატჩებით რუსეთმა პოზიტიური მომენტები მიიღოს.

შეგვიძლია გუნდში ჩავრთოთ ახალი მოთამაშეები, დავადგინოთ ძირითადი შემადგენლობა და რეზერვი... დღეს მთავარი მწვრთნელი და შტაბი ეძებს ახალ ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც იმსახურებენ ნაკრებში ჩართვას", - ამბობს კავაზაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედია დიდი ხანი არ გეღირსებათ საერთთაშორისო არენაზე გამოსვლა.
მიშა
13:19 11-11-2022
7
ამ კაცმა თავის გვარს "შვილი " მოაცილოს . ან კავაზოვი ან კავაზიდი გახდეს !
დათო
15:51 11-11-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული