აზიისკენ ჰერი, ჰერი - რუსეთი უეფადან გასვლას აპირებს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებებს და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვთ და თავს შუა აზიაში ამხანაგური მატჩების ჩატარებით იმშვიდებენ. 27 სექტემბერს მათმა ეროვნულმა გუნდმა ბიშკეკში ყირგიზეთს 2:1 სძლია, 17 ნოემბერს ტაჯიკეთს ესტუმრება, 20 ნოემბერს კი - უზბეკეთს.

რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ვალერი კარპინმა უეფადან აზიის კონფედერაციაში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ბუნებრივია, გვინდა საკუთარ მოედანზე ვითამაშოთ, მაგრამ ჩვენთან არავინ არ მოდის. გეგმა - მსოფლიო ჩემპიონატზე აზიის საკვალიფიკაციოდან მოხვედრა? ჩვენ ამაზე დიუკოვთან (რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი) არ გვისაუბრია. ვთამაშობთ აზიაში, რადგან ისინი (ევროპელები) ჩვენთან
არ თამაშობენ.

დავთანხმდებოდი თუ არა აზიაში გადაბარგებას? სხვა რა ვარიანტი გვაქვს? უცნობია, რამდენი ხანი მოგვიწევს ევროპაში დასაბრუნებლად, ამიტომ მოდით, წავიდეთ აზიაში", - განუცხადა კარპინმა "ჩემპიონატს".

alt"პორნოა თუ რა?!" - კავაზაშვილი რუსეთი-ტაჯიკეთის მატჩზე გავრცელებულმა მოსაზრებამ გააღიზიანა

მკითხველის კომენტარები / 6 /
აზიაში ხო შეგიშვებენ იქ იაპონია დავსტარალია და კორეაა. ისინი ამათ არ დათანხმდებიან.
არა რუსეთს
13:08 15-11-2022
0
ეს ისეთია წინა კარიდან არ გიშვებდნენ და უკანა კარიდან სცადო შესვლა. ასე მოკლე ჭკუის როგორ არიან? ეთამაშეთ შუა აზიის გუნდებს, რახან ეგენი დამონებული გყავთ და მოუგეთ, სხვას მაინც ვერ უგებდით.
დავით 67
07:14 15-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული